Thumbnail

კობი ბრაიანტი NBA-ს ლოგოზე? პეტიციას უკვე 200 000 ხელმომწერი ჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გულშემატკივრები NBA-ს ლოგოს შეცვლას ითხოვენ
  • მათ მიაჩნიათ, რომ ლოგოზე კობი ბრაიანტი უნდა იყოს

ვებ-გვერდზე Change.org გამოჩნდა პეტიცია, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის გულშემატკივრები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციას მოუწოდებენ, შეიცვალოს NBA-ს ლოგო და მასზე კობი ბრაიანტი გამოისახოს.

შეგახსენებთ, რომ 1969 წლიდან NBA-ს ლოგოზე ჯერი უესტის სილუეტია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა აიყვანა 1996 წელს ბრაიანტი ლეიკერსში - უესტი მაშინ ლოს ანჯელესური კლუბის გენერალური მენეჯერი იყო.

სოციალურ ქსელებში ახალი ლოგოს ვერსიები ვრცელდება.

ამ დროისთვის, პეტიციას უკვე 200 000 ხელმომწერი ჰყავს. პეტიციაში მონაწილეობა ამ ლინკზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ავია კატასტროფაში დაიღუპნენ. კობის პირადი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, მათთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები