Thumbnail

ანტონიო კონტე გულმა შეაწუხა - ინტერის მწვრთნელს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის მთავარი მწვრთნელისთვის კალიარისთან მატჩი ემოციური გამოდგა
  • თამაშის შემდეგ 50 წლის სპეციალისტმა ტაქიკარდიის ჩივილით ექიმებს მიმართა
  • არბიტრთან კონფლიქტის გამო, ნერაძურის თავკაცს დისკვალიფიკაცია ემუქრება 

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, სერია A-ს 21-ე ტურში, კალიარისთან ხელიდან გაშვებული გამარჯვება (1:1) იმდენად განიცადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეხვედრის მიწურულს არბიტრმა მილანელი ფეხბურთელები დასაჯა - მოედნიდან ლაუტარო მარტინესი გააძევა და წითელი ბარათი უჩვენა სათადარიგო გოლკიპერ ტომაზო ბერნისაც. 50 წლის სპეციალისტმა თავი ვერ შეიკავა და მოედანზე შევარდა, სადაც მთავარ მსაჯ ჯანლუკა მანგანელოს დაუპირისპირდა.

ლაუტარო მარტინესი კალიარისთან გოლითაც გამოირჩა და წითელი ბარათითაც

განრისხებული კონტე მისმა თანაშემწეებმა დააშოშმინეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მატჩის შემდგომ ინტერის მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარების გაკეთება არ ისურვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, თამაშის შემდეგ კონტემ ტაქიკარდიის ჩივილით, "ნერაძურის" სამედიცინო შტაბს მიმართა და მისი გულისცემა წუთში 100-ს დარტყმას აჭარბებდა.

იუწყებიან ასევე, რომ კალიარისთან შეხვედრაში მსაჯთან კონფლიქტის გამო, ანტონიო კონტე დისკვალიფიკაციითაც შეიძლება დაისაჯოს - ორი, ან სამი მატჩით.

იტალიის ჩემპიონატში გასული 21 ტურის შემდეგ, მილანის ინტერს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე რჩება, თუმცა ინტერის გადასწრების შანსი რომის ლაციოს აქვს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები