Thumbnail
  • გენტის ახალი ლიდერი ჯონათან დევიდია
  • ტორუპის კომენტარი სასტარტოში კონკურენციაზე

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მორიგ ტურში გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა გენკს 4:1 მოუგო და მეორე ადგილზეა, თუმცა ქართველი ლეგიონერებისთვის სიტუაცია ბელგიურ კლუბში საუკეთესო ნამდვილად არ არის - ჩაკვეტაძეს თამაშმა საერთოდ არ მოუწია, ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო ქვილითაია მოედანზე 91-ე წუთზე შეუშვეს, თუმცა მან საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.

ბელგიური მედია და მწვრთნელები კანადელი ჯონათან დევიდის ქებაში არიან. Het Nieuwsblad წერს: "ჯონათანი, კაცი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია". რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, იეს ტორუპმა ისინი მხოლოდ ტრავმირებული იარემჩუკის შემცვლელზე საუბრისას ახსენა:

"ნიანგბო, ქვილითაია, ბეზუსი, ჩაკვეტაძე... ყველა იარემჩუკის შესაძლო შემცვლელია. შესაძლოა, ამის გამო თავსატეხიც გამიჩნდეს. შესაძლოა, ფეხბურთელებიც გაწყრნენ, მაგრამ ასეთი კონკურენცია პოზიტიური პრობლემაა", - აცხადებს ტორუპი.

კომენტარები

ბოლო ამბები