Thumbnail
  • ერიკსენს ინტერამდე სამედიცინო შემოწმება აშორებს
  • მატიას ვესინო ინტერიდან წავა
  • იუვეს რაკიტიჩის დამატება უნდა
  • ბერნარდესკი, ემრე ჯანი და დე შილიო ტურინიდან წასვლის კანდიდატები არიან

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და იტალიური კლუბები აქტიურობენ. გუშინდელი დღის და, ზოგადად, ამ სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ამბავი კრისტიანი ერიკსენის ტოტენჰემიდან ინტერში გადასვლაა. ერიკსენი მილანში გუშინ ღამე ჩაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერიკსენი, ფაქტობრივად, უკვე ინტერის ფეხბურთელია. იტალიური პრესის ცნობით, ინტერმა ტოტენჰემს თავდაპირველად მოთხოვნილი 20 მილიონი სრულად გადაუხადა.

კრისტიან ერიკსენის მოსვლა იმას ნიშნავს, რომ მილანს დიდი ალბათობით ურუგვაელი მატის ვესინო დატოვებს. მისი გადაყვანის კანდიდატი ინგლისური ევერტონია.

ინტერის გარდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტურინის იუვენტუსიც აქტიურობს. თუ ინტერი მოთამაშეებს იმატებს, იუვეს მთავარი მიზანი იმ ფეხბურთელების გაშვებაა, რომლებიც ძირითადში ვერ ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ფედერიკო ბერნარდესკია. ტურინელებს მისი ბარსელონას ივან რაკიტიჩში გაცვლა სურდათ, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამოვიდა. ახლა, იტალიური პრესის ცნობით, იუვ თანახმაა, რომ ბერნარდესკი მილანი ლუკაშ პაკეტაში გაცვალოს. 

ტურინიდან წასვლის კანდიდატი კიდევ ორი მოთამაშეა - ემრე კანი და მატია დე შილიო. ორივე ეს ფეხბურთელი ნაპოლის შეხვედრაში განაცხადშიც კი არ შეიყვანეს, რათა პოტენციური ტრანსფერის წინ ტრავმა არ მიეღოთ. დე შილიო პარი სენ ჟერმენის მარცხენა მცველ კურჟავაში გაცვლის რეალური კანდიდატია. ემრე ჯანს კი ერთდროულად რამდენიმე მთხოვნელი ჰყავს. ყველაზე რეალისტური დორტმუნდის ბორუსიაა, იუვეს კი სურს, რომ ემრე ჯანი ივან რაკიტიჩში გაცვალოს. თუმცა ჯანის გუნდში ხილვა რამდენად სურთ კატალონელებს ეს სხვა საკითხია.

ემრე ჯანი

სატრანსფერო სიახლეებია ნეაპოლშიც. ნაპოლიმ პრაქტიკულად უკვე შეათანხმა მატიას პოლიტანოს ტრანსფერი. ეშლი იანგის გადმოსვლის შემდეგ ინტერში პოლიტანოს ადგილი აღარ დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ დღეებში დე ლაურენტისი ეცდება ხოსე კალეხონი გაუშვას. ესპანელი პოლიტანოს პოზიციაზე თამაშობს და ივნისში კონტრაქტი უმთავრდება. თუკი მასში რაიმე თანხის მიღება სურს, დე ლაურენტისმა იგი დარჩენილ დღეებში უნდა გაყიდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები