Thumbnail

საბურთალომ 25 წლის ჰოლანდიელი მცველი დაიმატა

  • ჯულიუს ბლეიკი ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის იგლზში თამაშობდა
  • 25 წლის მცველს დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც

25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლეიკი საბურთალოში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი ავრცელებს. ბლეიკი ამპლუით მცველია და შეუძლია თამაში როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე. 

ჯულიუსი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის იგლზში თამაშობდა. საბურთალოს ახალწვეული 2017-2018 წლების სეზონში ჰოლანდიის პირველი დივიზიონის გუნდში, დორდეხტში ასპარეზობდა.

ჯულიუს ბლეიკის გოლი ტელსტარის კარში

გასული სეზონის ბოლოს, საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, მისი ადგილი კი გია ცეცაძემ დაიკავა. თბილისური გუნდის მიზანი უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიტულისთვის ბრძოლა და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

კომენტარები

ბოლო ამბები