Thumbnail

'ჩემი ინსპირაცია იყავი, მშვიდად განისვენე' - ქართველი სპორტსმენები ბრაიანტზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურნენ
  • საბა ლობჟანიძემ ინსტაგრამზე კობის ფილმიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის დაღუპვას ქართველი სპორტსმენები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ კობის ფილმიდან ნაწყვეტი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა და ვიდეოს შემდეგ წარწერა დაურთო: "ყოველთვის ჩემი ინსპირაცია იყავი, მშვიდად განისვენე".

ლობჟანიძის გარდა, ბრაიანტის დაღუპვას სოციალურ ქსელში ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ. ფეხბურთელების გარდა, კობის გარდაცვალების გამო, მწუხარება მორაგბეებმა, ძიუდოისტებმა და სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებმაც გამოხატეს.

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურნენ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, ვაკო ყაზაიშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის პოსტები

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურნენ

ჯანო ანანიძის, ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის პოსტები

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურნენ

გურამ კაშიას, კონსტანტინე ჯანაშიას და გიორგი ქვილითაიას პოსტები

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები