Thumbnail
  • პორტლენდი 139:129 ინდიანა
  • მეგა ბიმაქსის დრაფტის კედელი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი პორტლენტში 129:139 დამარცხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მაილს ტერნერი ავადმყოფობის გამო არ იყო მოედანზე, გოგას მაინც ძალიან მცირე შანსი მიეცა, რადგან თავადაც ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო (წინა მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა) - 5:07 წუთი (1 შედეგიანი გადაცემა). მთელი დატვირთვა ცენტრის პოზიციაზე დომანტას საბონისზე გადავიდა, რომელმაც 41 წუთზე მეტი ითამაშა - ლიტველმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 14 მოხსნა, 11 პასი. 

პორტლენდს დამიენ ლილარდმა მოაგებინა, მან 50 ქულა ჩააგდო. ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა (30-17) და 30 იანვარს (04:00 თბილისის დროით) ჩიკაგოს მასპინძლობს. პორტლენდის დარბაზში კობი ბრაიანტის დაღუპვას ასე გამოეხმაურნენ:

📺 გუნდებმა თამაშისას კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი სცეს

გოგას პოსტერი სერბეთში

ამასობაში სერბეთში, გოგა ბითაძის ყოფილი გუნდის, მეგა ბიმაქსის დარბაზში განაახლეს ეგრეთ წოდებული დრაფტის კედელი DRAFT WALL.

DRAFT WALL სერბეთში

ეს კლუბი უნიკალური მიღწევით ამაყობს, 2014 წლიდან მოყოლებული მეგადან NBA-ში 10 კალათბურთელი გადავიდა. დარბაზში სწორედ გოგას პოსტერი დაამატეს და ბოლოში კედელზე მიაწერეს - "გაგრძელება იქნება". 

კობი ბრაიანტის სიკვდილს გოგაც გამოეხმაურა

აღსანიშნავია, რომ მეგადან ასოციაციაში წასულებს შორის ყველაზე ცნობილები ნიკოლა იოკიჩი, ივიცა ზუბაცი და გოგა არიან. 

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები