Thumbnail

'მშვიდად განისვენე, ლეგენდავ" - კობის სიკვდილს რონალდოც გამოეხმაურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
  • ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა

კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს კრიშტიანო რონალდო გამოეხმაურა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

“ძალიან რთულია, მოისმინო შემაძრწუნებელი ინფორმაცია კობი ბრაიანტის და მისი შვილის დაღუპვის შესახებ. კობი იყო ნამდვილი ლეგენდა და შთაგონების წყარო ბევრისთვის. ვიზიარებ მისი ოჯახის და მეგობრების მწუხარებას. მშვიდად განისვენე ლეგენდავ”.

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი ჯანა, რომელიც კობის თამაშზე მიჰყავდა.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები