Thumbnail

მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა - კობის შვეულმფრენის კატასტროფის ახალი დეტალი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კობის შვეულმფრენის პილოტმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა
  • არა ზობაიანმა საფრენი აპარატი დასახლებულ ტერიტორიას გაარიდა 

26 იანვარს, ლოს ანჯელესის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა შვეულმფრენმა, რომლითაც კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი მგზავრობდნენ. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.

როგორც ირკვევა, მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა შვეულმფრენის პილოტის მოქმედება. იუწყებიან, რომ 50 წლის მფრინავმა არა ზობაიანმა ბოლო მომენტში მოახერხა საფრენი აპარატის დასახლებული ტერიტორიიდან გარიდება.

შვეულმფრენი ქალაქ თაუზანდ-ოუკსში მიფრინავდა, სადაც "მამბას" აკადემიაში საკალათბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. შვეულმფრენმა კატასტროფა ქალაქ კალაბასასთან განიცადა, რის მიზეზად უამინდობა და ძლიერი ნისლი სახელდება.

ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 3 არასრულწლოვანი იყო. დაღუპულები არიან: კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი, კალათბურთის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, კალათბურთის მწვრთნელი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი ქალიშვილი პაიტონი, მფრინავი არა ზობაიანი.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კობი ბრაიანტი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ლეიკერსში გამოდიოდა, რომლის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. მან 18-ჯერ ითამაშა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალური სერიის MVP. ბრაიანტმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა - პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) თამაშებში.

კომენტარები

ბოლო ამბები