- კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
- ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა
კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა…
“საშინელი შეგრძნებაა. საზარელი ინფორმაცია, რომელმაც ყველა დაგვამწუხრა. სიტყვები არ მყოფნის, თავზარდამცემი ამბავია. ძალიან ვწუხვარ”. - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი ჯანა, რომელიც კობის თამაშზე მიჰყავდა.
კომენტარები