Thumbnail
  • ყაზახეთის ნაკრები ასტანას ყოფილ თავკაცს სტანიმირ სტოილოვს ჩააბარეს.
  • სტოილოვს ვლადიმირ ვაისთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.
  • ბულგარელმა სპეციალისტმა ყაზახურ საკლუბო ფეხბურთში ისტორია უკვე დაწერა. 

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. თანამდებობიდან გათავისუფლებული ალეკსანდრ ბოროდიუკი ბულგარელმა სტანიმირ სტოილოვმა შეცვალა. 

საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფში, ლატვიასა და ანდორასთან ერთად ითამაშებენ.

51 წლის სპეციალისტმა, რომელიც ასტანას 2014 წლიდან წვრთნიდა, გუნდი ოთხჯერ გახადა ყაზახეთის ჩემპიონი. საგულისხმოა, რომ სტოილოვის ხელმძღვანელობით ასტანამ 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და პირველი ყაზახური გუნდი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. სტოილოვმა კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, მაგრამ ყაზახეთის ნაკრებში მიწვევის გამო, მისი ნაადრევად გაწყვეტა მოუხდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი, რომელიც ყაზახეთში ქაირათს წვრთნიდა,  სტანიმირ სტოილოვს 8-ჯერ დაუპირისპირდა. 5-ჯერ მოგებული ბულგარელი დარჩა, 3 შეხვედრა კი სლოვაკმა მოიგო.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ და ბოლო შეხვედრებს სწორედ ყაზახეთთან გამართავს. 6 სექტემბერს სტოილოვის გუნდს სტუმრად დავუპირისპირდებით, 19 ნოემბერს კი თბილისში ვუმასპინძლებთ.

ერთა ლიგის კალენდარი: პირველ ტურში საქართველო ყაზახეთს ესტუმრება

ყაზახეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე იანვარში დარჩა, როდესაც თანამდებობიდან ალეკსანდრ ბოროდიუკი გაათავისუფლეს. ვაკანტურ პოსტზე ყაზახები შესაძლო კანდიდატად კახა ცხადაძესაც მოიაზრებდნენ.

რა თქმა უნდა, დავთანხმდები! კახა ცხადაძე მზადაა, საქართველოს დაუპირისპირდეს

► საქართველო V ცხადაძე? ყაზახეთში ნაკრების თავკაცად ქართველს განიხილავენ

კომენტარები

ბოლო ამბები