Thumbnail

ტრამპი, ობამა, ნეთანიაჰუ - პოლიტიკური ლიდერები კობის შესახებ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კობი ბრაინტის სიკვდილს პოლიტიკური ლიდერებიც გამოეხმაურნენ
  • დონალდ ტრამპმა და ბარაკ ობამამ კობის ოჯახს მიუსამძიმრეს

კობი ბრაიანტის სიკვდილს პოლიტიკური ლიდერებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა.

ტრამპი თავის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე შემთხვევას რამდენიმე წუთში გამოეხმაურა: "მატყობინებენ, რომ დიადი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და სამი სხვა ადამიანი შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. საშინელი ამბავია." იმ დროს, როდესაც ტრამპა დაპოსტა, დაღუპულების რიცხვი ცხრამდე გაზრდილი ჯერ კიდევ არ იყო.

კობის ოჯახს ასევე ტვიტერიდან მიუსამძიმრა ბარაკ ობამამ: "კობი ლეგენდა იყო პარკეტზე და ახლა იწყებდა თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან, მეორე ეტაპს. ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის კიდევ უფრო გულსატკენია ჯანას დაკარგვა."

ტრაგედია გამოეხმაურნენ ამერიკის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი პირველი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო: "გულსატკენი იყო, როდესაც ამერიკიდან ტრაგედიის შესახებ გავიგე. კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი შვეულმფრენის ავარიაში დაიღუპა. ის არასოდეს დაგვავიწყდება."

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები