Thumbnail

'ვერავინ გადარჩებოდა' - რას ჰყვება კობის შვეულმფრენის კატასტროფის თვითმხილველი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კალაბასასში კობი ბრაიანტის შვეულმფრენის ჩამოვარდნა თვითმხილველმა აღწერა
  • თვითმხილველის თქმით, შვეულმფრენი ჩამოვარდნამდე საეჭვო ხმას გამოსცემდა

შვეულმფრენის კატასტროფას, რომლითაც ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა მგზავრობდნენ, თვითმხილველი ჰყავს. ჯერი კოჩარიანმა, რომელიც კალაბასასში (კალიფორნია) ცხოვრობს, ჟურნალისტებს ტრაგიკული ეპიზოდი აღუწერა:

"ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, გამოსცემდა უჩვეულო ხმას. ბურუსი იყო, მაგრამ მაინც ვხედავდი, როგორ ვარდებოდა. შემდეგ გაისმა გრუხუნი და ავარდა კვამლი. შვეულმფრენი ცეცხლის ალში გაეხვა და იქ ვერავინ გადარჩებოდა".

კობი ბრაიანტი კუთვნილი Sikorsky S-76-ით მრავალი წლის განმავლობაში დაფრინავდა 

41 წლის კობი ბრაიანტის კუთვნილმა შვეულმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, 26 იანვარს განიცადა. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კობი ბრაიანტი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ლეიკერსში გამოდიოდა, რომლის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. მან 18-ჯერ ითამაშა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალური სერიის MVP. ბრაიანტმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა - პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) თამაშებში.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები