Thumbnail

დალასში N24-ით აღარავინ ითამაშებს - კობის ხსოვნის უკვდავსაყოფად

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას დალას მავერიკსი გამოეხმაურა
  • კლუბმა მოხმარებიდან 24 ნომერი ამოიღო, რომლითაც კობი თამაშობდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა დალას მავერიკსმა გამოაცხადა, რომ 24-ნომრიანი მაისურით, რომლითაც თავის დროზე კობი ბრაიანტი გამოდიოდა, გუნდში ამიერიდან აღარავინ ითამაშებს. 

"ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან 24 ნომერს დალას მავერიკსის არცერთი მოთამაშე გამოიყენებს", - განაცხადა დალასის მფლობელმა მარკ კიუბანმა.

41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა, 26 იანვარს, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

ბრაიანტი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ლეიკერსში გამოდიოდა, რომლის ღირსებას 1996- 2016 წლებში იცავდა. მან 18-ჯერ (ზედიზედ 17-ჯერ) ითამაშა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა ორჯერ კი ფინალური სერიის MVP.

კობი ბრაიანტი პირადი შვეულმფრენით ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა, როდესაც ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები