Thumbnail
  • კობი ბრაიანტის სიკვდილის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი მატჩი ჩატარდა
  • მოთამაშეები განიხილავდნენ, უნდა ეთამაშათ თუ არა
  • კობის მეგობრების პოზიცია ერთიანი იყო - კობი მოისურვებდა, რომ ეთამაშათ

ტრაგიკული კატასტროფის და კობი ბრაიანტის სიკვდილის შემდეგ, NBA-ში სათამაშო დღეს ყველა დაგეგმილი მატჩი ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეების რეაქციის მიხედვით ცხადი იყო - მათ თამაში ძალიან უჭირდათ. კალათბურთელებმა დაადასტურეს, რომ კობის დაღუპვის ამბის გაგების შემდეგ განიხილავდნენ, ეთამაშათ თუ არა. მოთამაშეების, მათ შორის კობის მეგობრების პოზიცია კარმელო ენტონიმ გაახმოვანა: "ეს  იყო ყველაზე რთული თამაში, რომელიც მითამაშია. მაგრამ მას ვიცნობდი და ვიცი, რომ მოისურვებდა, ჩვენ ეს თამაში გვეთამაშა."

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

ასეთივე მესიჯი ჰქონდა კიდევ ერთ სუპერვარსკვლავს, კავაი ლეონარდს, რომელიც კობის ასევე ახლოს იცნობდა: 'მას ვიცნობდი და ვიცი, რომ ის მოისურვებდა, გამოვსულიყავი და მეთამაშა."

იყვნენ ისეთებიც, ვინც თამაში მაინც ვერ შეძლო. მაგალითად, კაირი ირვინგმა ნიუ იორკ ნიქსთან დაგეგმილი თამაში გამოტოვა. მან კობის ტრაგედიის გაგების შემდეგ თამაში ვერ შეძლო.

ყველა მატჩში მოთამაშეები კობის პატივს სხვადასხვა ფორმით მიაგებდნენ. ჰიუსტონმა და დენვერმა კობის (24-ე ნომრის) საპატივცემულოდ, თამაშის დაწყების შემდეგ თავისი პირველი შეტევების 24 წამი ბოლომდე გაიყვანეს. ასევე მოიქცნენ სხვა გუნდებიც.

ატლანტას "მერსედეს-ბენც არენა" ლეიკერსის ფერებში იყო განათებული. ასევე მოიქცნენ ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში".

იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, ან თუ არ იცით, ახლა გაიგოთ, ვინ იყო კობი ბრაიანტი და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას კალათბურთის ისტორიაში, პოპსპორტის ეს სტატია უნდა წაიკითხოთ: კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია (7.03.2019)

წაიკითხეკობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

კომენტარები

ბოლო ამბები