Thumbnail

'ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო' - ჯორდანი კობიზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის სიკვდილს გამოეხმაურა. ჯორდანმა კობი გაიხსენა და მის ოჯახს მიუსამძიმრა: 'შოკში ვარ, სიტყვებს არ შეუძლია, გამოხატოს ჩემი ტკივილი. კობი ძალიან მიყვარდა - ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და მე ეს საუბრები ძალიან მომენატრება. ის ჩემპიონი იყო, ერთ-ერთი ყველაზე დიადი, ვისაც ეს თამაში უთამაშია. კობი ძალიან კარგი მამა იყო, რომელსაც თავისი ოჯახი ძალიან უყვარდა და ძალიან ამაყობდა იმით, რომ მის შვილს კალათბურთი ასე იტაცებდა.'

კობისთან ერთად კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი ჯანა, რომელიც კობის თამაშზე მიჰყავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები