Thumbnail

ბრაიანტის ტრაგედია - კობის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯანაც დაიღუპა.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, კობის შვეულფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა და ხუთივე  გარდაცვლილია - მათ შორის, კობის 13 წლის ქალიშვილიც.ბრაიანტის მეუღლე ვანესა შვეულფრენში არ იყო.

ტრაგედია კალიფორნიის დროით დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. 'ლოს ანჯელეს თაიმსის' ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა.

კობი და ვანესა 2001 წლიდან იყვნენ დაოჯახებულები. 13 წლის ჯანას გარდა, მათ კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავთ - ნატალია (17), ბიანკა (3) და კაპრი (7 თვის).

View this post on Instagram

Merry Christmas 🙏🏾🎄🎁

A post shared by Kobe Bryant (@kobebryant) on

 

კომენტარები

ბოლო ამბები