Thumbnail

'ენფილდზეც ბავშვებით დავხვდებით' - კლოპმა თასზე მესამე ლიგელ შრუსბერის ვერ მოუგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შრუსბერი 2:2 ლივერპული
  • 0:1 - ჯონსი (15), 0:2 - ლავი (ს.კ. 46), 1:2 - ქამინგსი (პენ. 65), 2:2 - ქამინგსი (65)

ლივერპულმა ასოციაციის თასის 1/32 ფინალი რანგით მესამე ლიგელი შრუსბერის წინააღმდეგ ითამაშა და ნიუ მიდოუზე გამართული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შრუსბერიმ მეორე რაუნდი დაიმსახურა და ენფილდზე ითამაშებს.

იურგენ კლოპმა, რომელმაც დღევანდელი მატჩისთვის ძირითადი გუნდის ფეხბურთელები დაასვენა მატჩი შეაფასა "სათასო თამაში იყო და სწორედ ასეთ ატმოსფეროს ველოდი... მინდა დავადასტურო, რომ განმეორებით მატჩში არცერთი ძირითადი გუნდის მოთამაშე არ მიიღებს მონაწილეობას."

მატჩის დასრულების შემდეგ BBC-ის MOTD-ის წამყვანმა - გარი ლინეკერმა სტუდიაში განთავსებული ასოციაციის თასი აიღო და მოედანზე შეჭრილ შრუსებირს გულშემატკივრების წინაშე აღმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები