Thumbnail

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 26 წლის ქართველი მორაგბე ავტოკატასტროფაში დაიღუპა
  • ბექა ბურდიაშვილი ფედერალ ერთის გუნდის ღირსებას იცავდა

26 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი, რომელიც ფედერალ ერთის გუნდის ღირსებას იცავდა, საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბექა გრაულეტუაში 2014 წლიდან ასპარეზობდა.

იგი ფედერალ ერთის მორიგი თამაშის ჩასატარებლად ემზადებოდა. ტრაგედიის გამო მატჩი გადაიდო. კლუბის ხელმძღვანელობამ ბექას ოჯახს მიუსამძიმრა. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო მატჩიდან შემოსული თანხა მის ოჯახს გადაერიცხება და ასევე საფრანგეთში გაიხსნა ანგარიში, სადაც მოგროვილი თანხაც ასევე ოჯახს გადაეცემა.

კლუბის პრეზიდენტმა, გაი ლაპორტიმ განაცხადა, რომ ბექა რაგბით ცხოვრობდა და რაგბისთვის ცხოვრობდა. 'მატჩისთვის ვემზადებოდით, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ. მძიმე დარტყმაა გუნდისთვის. ბექა ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოთამაშე იყო,' - აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა, ჟან კრისტოფ ბაკამ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები