Thumbnail
  • ოიონა 31:22 ბიარიცი - ირაკლი მირცხულავამ ბიარიცი 36-ე წუთზე დაალელოვა
  • ორიაკი 22:6 რუანი - ლუკა ნიორაძემ სტუმრებს ლელო მე-8 წუთზე გაუტანა

PRO D2-ის მე-18 ტურში ოიონამ ბიარიცს უმასპინძლა და მეტოქეს 9 ქულით აჯობა. მასპინძლებმა მატჩი 31:22 მოიგეს. ირაკლი მირცხულავა ოიონას ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 38-ე წუთზე მასპინძელთა მე-2 ლელო გაიტანა.

მირცხულავამ მოედანზე 62 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს. სტუმართა რიგებში ვახტან ახობაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ოიონას 58 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო ახობაძის ბიარიცი 47 ქულით მე-6 ადგილზეა.

ირაკლი მირცხულავას ლელო ბიარიცის წინააღმდეგ

ირაკლი მირცხულავას ლელო ბიარიცის წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 26 იანვარი, 2020

ორიაკის რიგებში მხოლოდ სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. რუანის წინააღმდეგ ლუკა ნიორაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე ლელოც გაიტანა. მან მოედანზე 64 წუთი გაატარა.

სათადარიგო სკამზე გიორგი ცუცქირიძე და ჯემალ შათირიშვილი იყვნენ. ცუცქირიძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო შათირიშვილი მატჩში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

ორიაკს 28 ქულა აქვს და ამ მოგებით მე-14 ადგილი გაიმყარა. ისინი სწორედ რუანს უსწრებენ, რომელიც მე-15 ადგილს 24 ქულით იკავებს.

სხვა მატჩების შედეგები

ანგულემი 35:16 მონტობანი

კოლომიე 23:7 ვანი - ბექა შეყლაშვილმა კოლომიეს რიგებში 73 წუთი ითამაშა. მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 49-ე წუთზე შეცვალეს და 53-ე წუთზე მოედანზე დააბრუნეს, რის შემდეგაც მოედანი 77-ე წუთზე დატოვა.

ბეზიე 16:25 გრენობლი - დავით ქუბრიაშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. ის 61-ე წუთზე შეცვალეს.

მონ დე მარსანი 34:14 პერპინიანი - მასპინძელთა რიგებში ლაშა მაჭარაშვილი და გელა მურუსიძე სათადარიგო სკამზე იყვნენ. მაჭარაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მურუსიძე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

ნევერი 43:13 პროვენს რაგბი - თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი მასპინძელთა რიგებში სათადარიგო სკამზე იყვნენ. მატარაძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. კაიკაციშვილი პირველ ტაიმში 10 წუთით გამოიყვანეს, ხოლო მეორე ტაიმში უკვე 47-ე წუთიდან ისიც მოედანზე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები