Thumbnail
  • გრან კანარია 92:54 ბილბაო - ბექა ბურჯანაძემ 2 ქულა ჩააგდო
  • ბასკონია 73:77 ანდორა - შენგელიამ 13 ქულა დააგროვა

ლიგა ენდესას მე-19 ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ბილბაოს 38 ქულით, 92:54 მოუგო და 18 ქულით მე-11 ადგილზე გადავიდა. ბექა ბურჯანაძემ 17:53 წუთი ითამაშა, რა დროშიც მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო და ბურთი 6-ჯერ მოხსნა ფარიდან. ქართველ კალათბურთელს 3-სამქულიანი გაუცუდდა და 2-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი გამოიყენა.

გრან კანარია მე-20 ტურში ფუენლაბრადა ესტუმრება, რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზეა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მოგება აქვს.

თორნიკე შენგელიას ბასკონია ანდორასთან საკუთარ მოედანზე 73:77 დამარცხდა. ვიტორიელებმა მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი დათმეს და 18 ქულით მე-10 ადგილზე არიან.

შენგელიამ ანდორას 13 ქულა ჩაუგდო. ქართველმა კალათბურთელმა 36:15 წუთი ითამაშა - მან 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ სამქულიანი 4-ჯერ ისროლა და ვერცერთი ვერ გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მხოლოდ 7 ქულა დააგროვა.

ბასკონია მომდევნო ტურში უნიკახას ესტუმრება, რომელიც ასევე საპლეიოფო ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები