Thumbnail

ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 5-სეტიანი თრილერის შემდეგ, როჯერ ფედერერმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან თამაში ცუდად დაიწყო. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა პირველი სეტი 4:6 დათმო და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ კიდევ ერთი ურთულესი ბრძოლა ელოდა, მაგრამ მსოფლიოს 67-ე ჩოგანთან მეორე სეტიდან თავისი ჩოგბურთი ითამაშა და ზედიზედ სამი სეტი ადვილად მოუგო - 6:1, 6:2 და 6:2. შედეგად, როჯერი მეოთხედფინალშია.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

“ჩემი თამაშის საპოვნელად ცოტა დრო დამჭირდა. მეორე სეტიდან საქმე ძალიან კარგად წავიდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ მაესტრომ.

მეოთხედფინალში ფედერერი ტენის სანდგრენს შეხვდება, რომელიც 2018 წელსაც იყო წლის პირველი დიდი სლემის მეოთხედფინალში. მაშინ 28 წლის ამერიკელმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ტვიტერის ექაუნთზე ჰომოფობიური პოსტები დადო.

კვირას სანდგრენმა მე-12 ნომრად განთესილი იტალიელი ფაბიო ფონინი 7:6 (7:5), 7:5, 6:7 (2:7), 6:4 დაამარცხა და ფედერერთან მატჩს მოუთმენლად ელოდება: “ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება,” - აღნიშნა მსოფლიოს მე-100 ჩოგანმა. “ჩემს კარიერაში ბევრი ‘ტენისი’ მითამაშია, მაგრამ არასოდეს შევხვედრივარ ტენისს,” - ეს როჯერის სიტყვებია.

ფედერერსა და სანდგრენს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. სერბმა დიეგო შვარცმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში მილოშ რაონიჩს ეთამაშება, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობაზე სეტი ჯერ არ წაუგია და მარინ ჩილიჩთან მოგებულ მატჩში 35 ეისი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები