Thumbnail
  • ერნან კრესკო განაგრძობს სამწვრთნელო კარიერას
  • მისი ახალი გუნდი ნაკლებად ცნობილი გუნდია

პარმას, ლაციოს, ინტერის, მილანის, ჩელსის, ჯენოას და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ერნან კრესპო სამწვრთნელო კარიერას განაგრძობს. მისი მორიგი გუნდი დეფენსა ი ხუსტისიაა, რომელიც არგენტინის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

44 წლის კრესპომ სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს დაიწყო, მისი პირველი გუნდი კი იტალიური მოდენა იყო. 2018 წელს, ყოფილმა ცენტრფორვარდმა არგენტინული ბანფილდი ჩაიბარა, მისი მესამე გაჩერება კი ნაკლებად ცნობილი გუნდი, დეფენსა ი ხუსტისიაა. კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით, უკვე დაადასტურა, რომ გუნდს ერნან კრესპო გაწვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები