Thumbnail

EURO 2022 | შესარჩევი მატჩები თბილისში - ნაკრები გერმანიასთან მატჩით იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელია

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს ჰოლანდიაში გაიმართება. ტურნირს 2 ქალაქი უმასპინძლებს: ამსტერდამი და გრონინგენი. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, 2022 წლის ტურნირზე 12 ნაკრების ნაცვლად 16 ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას 29 იანვარს დაიწყებს. მეტოქეები გერმანია, ავსტრია და კოსოვო იქნებიან. შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნაკრებებს მეორე ეტაპის გადალახვაც მოუწევთ. საქართველოს კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის იბრძოლოს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც მეორე ეტაპიდან იმ 15 გუნდში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. მასპინძელი ჰოლანდია ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები