Thumbnail
  • საუბარია იჯარაზე - გამოსყიდვის ვალდებულებით
  • კარლეს პერესის ღირებულება 13 მილიონი ევროა

მას შემდეგ, რაც ნიკოლო ძანიოლომ მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა, რომამ ახალი შემტევის ძებნა დაიწყო. დედაქალაქური კლუბი ახლოს იყო მატეო პოლიტანოს დამატებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში, ინტერთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ესპანური მედიის ცნობით, რომა ახლოს არის კარლეს პერესის ტრანსფერთან, რომელიც ბარსელონას ფეხბურთელია.

კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და დარჩა მხოლოდ ფეხბურთლის თანხმობა. თუ 21 წლის შემტევმა რომაში თამაში ისურვა, ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება. საუბარია იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით - პერესის ღირებულება კი 13 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, კარლესმა ბარსელონას 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები