Thumbnail
  • ევრო 2020-ის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი, შესაძლოა, გარეთ საუთგეიტმა ჩაიბაროს
  • ოლე გუნარ სულშერმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავენ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების საკითხს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ცვლილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნორვეგიელი მწვრთნელის ხელში გუნდი მკვეთრად არ გააუმჯობესებს თამაშის ხარიხს და შესაბამისად, სატურნირო მდგომარეობას. აქვე ვთქვათ, რომ იუნაიტედმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ოლე გუნარ სულშერი

თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, დიდია შანსი, სულშერი ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეცვალოს. თუმცა, ეს მხოლოდ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება. თვითონ სულშერმა მის შესაძლო გათავისუფლებაზე და ზოგადად, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა…

“მანჩესტერ იუნაიტედმა ფული სწორად უნდა დახარჯოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, უამრავი ფული დაიხარჯა ტრანსფერებში, მაგრამ ისეთი შედეგი არ დადგა, როგორიც გულშემატკივრებს უნდოდათ. მჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს. არ მეშინია პოსტის დაკარგვის და უბრალოდ ვაგრძელებ საქმეს ჩემს ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც თავს არ ზოგავენ წარმატების მისაღწევად” - განაცხადა ოლე გუნარ სულშერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები