Thumbnail
  • გასულ სეზონში, რამოსი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო
  • კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს ხელშეკრულება

დინამო ბათუმი ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა გაბრიელ რამოსმა დატოვა. გასულ სეზონში, რამოსი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და თავისი წვლილი შეიტანა აჭარული გუნდის წარმატებაში. დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეროვნულ ლიგაში 23 წლის ბრაზილიელს სულ 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა.

კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს ხელშეკრულება, სადაც ერთი საინტერესო პუნქტია ჩადებული: 2020 წლის 1 ივლისამდე რამოსს არ აქვს უფლება, სხვა ქართულ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი და ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მას ჯარიმის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

"მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი კარიერის ეტაპი დინამო ბათუმში დასრულდა. მადლობა კლუბს, რომელმაც კარი გამიღო, მადლობა ფანებს, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და რომლებმაც პირველივე დღიდან ძალიან თბილად მიმიღეს. ვამაყობ, რომ დინამო ბათუმში ვითამაშე." - განაცხადა გაბრიელ რამოსმა.

ეროვნულ ლიგაში გაბრიელ რამოსმა 35 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა

დინამო ბათუმი ახლა თურქულ შეკრებაზეა, სადაც ახალი სეზონისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდმა ანტალიაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და კრაკოვის ვისლასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

View this post on Instagram

Venho por aqui comunicar que meu ciclo no Fc Dinamo Batumi está se encerrando hoje, minha gratidão a esse clube que abriu as portas para mostrar meu trabalho. Meus sinceros agradecimentos a torcida que sempre me apoiou e me abraçou desde o primeiro momento que pisei no gramado, eu deixei o meu legado nesse clube que está crescendo e tenho orgulho de falar isso, estou saindo pela porta da frente, como entrei, como homem, e é isso que eu prezo na vida, lealdade, honestidade e humildade ! Teve momentos de lágrimas e muitos momentos sorrindo, creio que coisas melhores Papai do céu está preparando para minha vida. E é isso ! Muito obrigado novamente Fc Dinamo Batumi 💙🤍 Um grande beijo do Gabriel Ramos 30 ! I come here to communicate that my cycle at Fc Dinamo Batumi is now ending today, my gratitude club that opened as doors to show my work, my sincere thanks to the fans that have always supported me and embraced me from the first moment that no, I leave the my legacy in this growing club and I am proud to say that, I am walking out the front door, as I entered, as a man, and that is what I cherish in life, loyalty, honesty and humility! There were moments of tears and many moments of smile, I believe that better things Dad from heaven is preparing for my life. And that's it! Thank you very much again Fc Dinamo Batumi 💙🤍 A big kiss from Gabriel Ramos 30!

A post shared by ✖️ GR10 ✖️ (@gabrielramos456) on

კომენტარები

ბოლო ამბები