Thumbnail

უნიკალური გამარჯვებული - 33 წლის ტოკოშორიუ ჰაცუ ბაშოს ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშო დასავლეთის მე-17 მაეგაშირამ, ტოკუშორიუმ მოიგო
  • მან ბოლო დაპირისპირებაში ტაკაკეიშოს იორიკირით სძლია

2020 წლის პირველი ბაშო დასრულდა და მას უნიკალური გამარჯვებული ჰყავს - 33 წლის ტოკუშორიუ, რომელიც უმაღლეს დივიზიონში რანგით უკანასკნელ საფეხურზეა, დასავლეთის მე-17 მაეგაშირაა!

ტოკუშორიუმ ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა. მან ბოლო ბრძოლაში ტაკაკეიშოს იორიკირით სძლია და ბაშო 14 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა. ტოკუშორიოს ერთადერთი მდევარი მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბოლო ბრძოლა მიტაკეუმის მოუგო, თუმცა ჰაცუ ბაშოზე მხოლოდ 13 მოგება დაუგროვდა და მე-2 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოზე ცუდად იასპარეზა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც ტურნირი 5 მოგებით და 10 მარცხით დაასრულა.

რაც შეეხება გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მე-3 დივიზიონში გავარდნილი ქართველი სუმოისტი ორი ბრძოლის შემდეგ ტრავმის გამო მოიხსნა ბაშოდან. სხვათა შორის, ტოკუშორიუ და გაგამარუ ერთი კლუბის, კისეს წევრები არიან. 

33 წლის ტოკოშორიუმ ჰაცუ ბაშო მოიგო

33 წლის ტოკოშორიუმ ჰაცუ ბაშო მოიგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 26 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები