Thumbnail

5 მოგება და 10 მარცხი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-15 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი მიოგირიუსთან უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მე-10 ბრძოლა წააგო და გამოსვლა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, მიოგირიუს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინმა ბრძოლა თავიდან კარგად დაიწყო, თუმცა მიოგირიუმ მეტოქე დოჰიოდან მარტივად გაიყვანა და ბრძოლაც მოიგო.

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. 5 მოგება და 10 მარცხი - ასეთი იყო ქართველი სუმოისტის შედეგი ჰაცუ ბაშოზე.

ტოჩინოშინიმა ჰაცუ ბაშოზე ბრძოლა მიოგირიუსთან დათმო

ტოჩინოშინიმა ჰაცუ ბაშოზე ბრძოლა მიოგირიუსთან დათმო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 26 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები