Thumbnail

‘Respect, ჩემო ძმაო!’ - კობი ბრაიანტმა ლებრონ ჯეიმსს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფილადელფიამ ‘უელს-ფარგო ცენტრში’ ლეიკერსი 108:91 დაამარცხა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სტუმრებისთვის ცუდად დამთავრდა, ლოს ანჯელესელთა სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს ზეიმის საბაბი ჰქონდა, რადგან ეს თამაში მისთვის ისტორიული გამოდგა.

ლებრონმა 29 ქულა ჩააგდო, ყველა დროის ბომბარდირებში კობი ბრაიანტს (33 643 ქულა) გადაასწრო და ახლა უკვე მესამე ადგილზეა მათ შორის, ვისაც NBA-ში ოდესმე უთამაშია. ლებრონზე (33 655) წინ ქულებით ახლა მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი (პირველი ადგილი, 38 387 ქულა) და კარლ მელოუნი (36 928 ქულა) არიან.

მატჩის შემდეგ კობი ბრაიანტმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ლებრონ ჯეიმსს ამ სიტყვებით მიმართა: “აგრძელებს თამაშის წინსვლას. დიდი პატივისცემა ჩემგან, ჩემო ძმაო”

აღსანიშნავია, რომ კობი ბრაიანტს თავისი კარიერის ბოლო 3 წელიწადში, ტრავმების გამო, რეგულარული სეზონის 139 მატჩი გაუცდა, ლებრონ ჯეიმსს კი სეზონში 55-ზე ნაკლები მატჩი არასდროს ჩაუტარებია.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები