Thumbnail
  • კორი გაუფი 7:6 (7:5), 3:6, 0:6 სოფია კენინი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4, 6:4 დიეგო შვარცმანი

ქალთა ჩოგბურთის ვუნდერკინდი კორი ‘კოკო’ გაუფი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ცხადია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს, მაგრამ დიდი სლემის ტურნირის მოგებაზე ოცნება ამერიკელი თინეიჯერისთვის ჯერ მაინც ადრეა.

🔄 UPDATE

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებულის, ნაომი ოსაკას სენსაციურად დამარცხების შემდეგ, გაუფმა მერვედფინალში მე-14 ნომრად განთესილ თანამემამულესთან, სოფია კენინთან წააგო - 7:6 (7:5), 3:6, 0:6. მოსკოვში დაბადებული კენინი მეოთხედფინალში ტუნისელ უნს ჯაბირს, ან ჩინელ ვან ციანს შეხვდება.

სოფია კენინი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

მანამდე, მეოთხედფინალის პირველი საგზური უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულმა და შარშანდელმა ფინალისტმა პეტრა კვიტოვამ გაინაღდა. 29 წლის ჩეხმა ბერძენი მარია საკარი 6:7 (4:7), 6:3, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში ან პირველ ჩოგან ეშლი ბარტის (ავსტრალია) შეხვდება, ანაც ალისონ რისკს (აშშ). შეგახსენებთ, რომ შარშან კვიტოვამ ფინალი იაპონელ ოსაკასთან 3 სეტში წააგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ადვილად გავიდა

კაცებში ჩემპიონი და რეკორდსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ადვილად გავიდა. ‘ნოლემ’ არგენტინელი დიეგო შვარცმანი 3 სეტში, 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ახლა მილოშ რაონიჩს შეხვდება - კანადელმა ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:4, 6:3, 7:5 დაამარცხა და ტურნირს სეტის წაუგებლად აგრძელებს! შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯოკოვიჩს მეოთხედფინალში რთული ბრძოლა ელის.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები