Thumbnail

ქვილითაიას ასისტი და გამარჯვება - ქართველ ლეგიონერებს გენტში პრობლემა აქვთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტი 4:1 გენკი
  • საქართველოს ნაკრების წევრებს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევათ

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტმა გენკს უმასპინძლა და 4:1 მოუგო. გენტი 45 ქულით მეორე ადგილზეა ჩემპიონატში.

მიუხედავად იმისა, რომ რომან იარემჩუკი ტრავმირებულია, გენტის მწვრთნელი იეს ტორუპი კვლავ არ ენდობა ქვილითაიას, ის მოედანზე მხოლოდ 91-ე წუთზე შეიყვანა და მაინც, გიორგიმ საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

მოკლედ, კლუბის საქმეები კარგადაა, მაგრამ ქართველ ლეგიონერებს სათამაშო დრო აშაკარად არ აქვთ. არადა, ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები ახლოვდება და ორივე ეს ფეხბურთელი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 

ქვილითაიას საგოლე პასი

კომენტარები

ბოლო ამბები