Thumbnail
  • გიორგი ბეჟანიშვილმა სამქულიანებს მოუხშირა
  • რა არის ამის მიზეზი

NCAA-ს I დივიზიონში ბრწყინვალედ თამაშობს გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი, რომელმაც ბოლო 5 მატჩი მოიგო. ამაღამ ილინოისი მიჩიგანს ესტუმრება, მანამდე კი ამერიკულმა მედია ყურადღება გაამახვილა ილინოისის უნივერსიტეტის გუნდის ახალ იარაღზე - ბეჟანიშვილის სამქულიანებზე.

გასულ სეზონში გიორგი ახალბედა იყო, მას არავინ იცნობდა, თუმცა საოცარი სეზონი გამოუვიდა ცენტრის პოზიციაზე. ამ სეზონში ილინოისს ჰყავს ნიჭიერი ცენტრი კოფი კოკბერნი, გიორგიმაც მისთვის უფრო მისაღები მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა და არსენალში ის იარაღი ჩართო, რაც მანამდე არ ახასიათებდა - სროლები შორი დისტანციიდან.

ბეჟანიშვილი ამბობს, რომ ყოველდღიურად ვარჯიშზე, სულ მცირე 1 000 სამქულიანს ისვრის, რასაც მწვრთნელი და თანაგუნდელები ადასტურებენ. 206 სმ სიმაღლის ფორვარდს, როგორ წესი, არ აქცევენ დიდ ყურადღებას, როცა პერიმეტრზე გადის, თუმცა პერდიუს კოლეჯი ამის გამო დაისაჯა.

"ვფიქრობ, რომ ეს კარგია გუნდისთვის. თუ ისევ არ მომაქცევენ ყურადღებას, გავაგრძელებ სროლას. ბოლო მატჩში ორი სამქულიანი ჩავაგდე და ვფიქრობ, რომ ასე სულ შემიძლია. თუ მეტ ყურადღებას მომაქცევენ, ესეც კარგია, ფარქვეშ მეტი საშუალება გვექნება შეტევის. 

ყოველდღიურად ბევრ ვარჯიშობ და თუ სამქულიანს თამაშში ვაგდებ, კმაყოფილი ვარ, თუ არადა, კიდევ უფრო მეტს ვშრომობ", - აცხადებს ბეჟანიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები