Thumbnail

ჰუფნაგელის გამარჯვების გოლი - ლუკასის გუნდი II ბუნდესლიგისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვიურცბურგერი 1:2 უნტერჰახინგი
  • ლუკას ჰუფნაგელს 2 გოლი და 4 ასისტი აქვს

საფეხბურთო სეზონი განახლდა გერმანიის III ლიგაში, სადაც უნტერჰახინგის ღირსებას 25 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი იცავს. უნტეჰახინგმა სტუმრად ვიურცბურგერი დაამარცხა - 2:1. გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე სწორედ გუნდის ქართველმა "ათიანმა" გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

TOOOOOOOOOOOOR!!🔴🔵 Wir drehen die Partie! Schröter steckt mit der Hacke durch auf Lucas Hufnagel, der zum 2:1 verwandelt. Weiter so, Jungs!👏🏼 ____________ #FWKUHG 1:2 | 75.

Posted by SpVgg Unterhaching on შაბათი, 25 იანვარი, 2020

ჰუფნაგელს ამ სეზონში 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. უნტერჰახინგი 36 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

ჰუფნაგელი მიუნხენის ბაიერნის აღზრდილია. პროფესიულ კარიერაში მას ფრაიბურგსა და ნიურნბერგში უთამაშია. ლუკასმა ეროვნული ნაკრების მაისურა 2-ჯერ მოირგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები