Thumbnail

უნიკალური შანსი - იმპერატორის თასი შესაძლოა, გაგამარუს გუნდელმა მოიგოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-17 მაეგაშირა ტოკუშორიუ ლიდერობს
  • ბაშოზე ლიდერების კრიზისი მან კარგად გამოიყენა

2020 წლის პირველი ბაშო 26 იანვარს დასრულდება და მას შესაძლოა, უნიკალური გამარჯვებული ჰყავდეს - 33 წლის ტოკუშორიუ, რომელიც უმაღლეს დივიზიონში რანგით უკანასკნელ საფეხურზეა, დასავლეთის მე-17 მაეგაშირაა.

აქამდე დიდად არაფრით გამორჩეული რიკიში (მისი ყველაზე მაღალი რანგი მე-4 მაეგაშირა იყო) ბრწყინვალედ ასპარეზობს და 13-1 ბალანსით ლიდერობს. ახლა მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს მას იმპერატორის თასთან. 26 იანვარს ტოკუშორიუ ოძეკი ტაკაკეიშოს ხვდება (11-3), რომელიც მას ვეღარ დაეწევა. 

ტოკუშორიუს ერთადერთი მდევარი მე-4 მაეგაშირა შოდაია (12-2), რომელიც ბოლო დღეს მიტაკეუმის (7-7) შეხვდება. ბაშოს მე-14 დღეს, რომელსაც იაპონიის იმპერატორიც დაესწრო, ტოკუშორიუმ სწორედ შოდაი დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოზე ცუდად ასპარეზობს ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), მან კიდევ ერთი ორთაბრძოლა დათმო და 5-9 ბალანსი აქვს. 

რაც შეეხება გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მე-3 დივიზიონში გავარდნილი ქართველი სუმოისტი ორი ბრძოლის შემდეგ ტრავმის გამო მოიხსნა ბაშოდან. სხვათა შორის, ტოკუშორიუ და გაგამარუ ერთი კლუბის, კისეს წევრები არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები