Thumbnail
  • რუბინმა თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩში სლოვანს მოიგო - 2:1
  • ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა 

ყაზანის რუბინმა, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავენ, თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ბრატისლავას სლოვანთან ჩაატარა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ბელეკში, სლოვაკეთის ჩემპიონებთან გამართულ შეხვედრაში საგოლე პასით კვარაცხელია გამოირჩა.

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კარაცხელია ყაზანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. დავითაშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს, ხვიჩამ კი საგოლე გადაცემა 79-ე წუთზე შეასრულა, რის შემდეგაც ალეკსანდრ ზუევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

📺 კვარაცხელიას საგოლე პასი

სლოვანთან თამაშით ლეონიდ სლუცკის გუნდმა პირველი შეკრება დაასრულა. რუბინი ბელეკში მეორე შეკრებას 29 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით გამართავს.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. კვარაცხელიას და დავითაშვილის გუნდი, რომელიც ზამთარში ბექა მიქელთაძეს დაემშვიდობა, ჩემპიონატს 1-ელ მარტს, სოჩისთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები