Thumbnail
  • ნაპოლის 23 წლის ნახევარმცველით ლივერპული ინტერესდება
  • ესპანელს ნაპოლის პრეზიდენტთან ცუდი ურთიერთობა აქვს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული ფაბიან რუისით დაინტერესდა. ინგლისურ კლუბს თავიდან ისკოს შეძენა სურდა, თუმცა მადრიდის რეალმა შეთავაზებულ 47 მილიონ ფუნტზე უარი თქვა, რის შემდეგაც "მერსისაიდელებმა" ყურადღება რუისის ტრანსფერზე გადაიტანეს.

თავად ფაბიანი ნაპოლიში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. ესპანელ ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან. 

23 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში კონტრაქტის მიხედვით 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, თუმცა არსებული სიტუციიდან გამომდინარე, ნახევარმცველის კლუბში დატოვება გაჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ იტალიური კლუბი მას ზამთარში მაინც შეინარჩუნებს, დიდი ალბათობით, რუისი გუნდს ზაფხულში დატოვებს.

ლივერულმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უკვე განახორციელა ერთი ტრანსფერი. იურგენ კლოპის გუნდმა იაპონელი ტაკუმი მინამინო დაიმატა. რუისის დამატების შეთხვევაში, "მერსისაიდელთა" შემადგებლობა უფრო ღრმა იქნება.

ფაბიან რუისმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები