Thumbnail

იუვენტუსმა ატალანტას მოუგო, კოპა იტალიას ფინალში ზედიზედ მეოთხედ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსი 1:0 ატალანტა.
  • იუვენტუსის მე-18 ფინალი კოპა იტალიაზე.
  • ზედიზედ მეოთხე ფინალი კოპაზე.

კოპა იტალიას ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც იუვენტუსს ატალანტა ესტუმრა. პირველი მატჩი ტურინელებმა ბერგამოში იგუაინის გოლით მოიგეს. ბუფონმა ალეხანდრო გომესს იმ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი აუღო.

► მილანმა ლაციოს მოუგო, როსონერი კოპას ფინალში გავიდა

ტურინულებმა მეორე დაპირისპირებაც მარტივად მოიგეს. უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, იუვენტუსმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა ატალანტას კართან. 63-ე წუთზე ალეხანდრო გომესს შეეძლო გოლის გატანა, არგენტინელმა დაინახა, რომ ბუფონი კარიდან გამოვიდა და შორი მანძილიდან სცადა გოლის გატანა - ბურთი ძელს მოხვდა. დუგლას კოშტას დარტყმის შემდეგ ატალანტა ხარიხამ გადაარჩინა. შეხვედრის 73-ე წუთზე ჯანლუკა მანსინიმ მატუიდი ატალანტას საჯარიმოში წააქცია, ფაბრიმ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მირალემ პიანიჩმა გოლად აქცია.

იუვენტუსმა ზედიზედ მეოთხედ შეძლო იტალიის თასის ფინალში გასვლა. ბებერმა სინიორამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - იუვენტუსმა მეთვრამეტედ შეძლო თასის ფინალში გასვლა, რაც საუკეთესო შედეგია. აქამდე ეს რეკორდი იუვენტუსსა და რომას ეკუთვნოდათ.

მირალემ პიანიჩს კოპა იტალიაზე 4 გოლი აქვს გატანილი.
ბოსნიელმა აქედან სამი გოლი ატალანტას გაუტანა.

იუვენტუსის მეტოქე ფინალში მილანი იქნება. კოპა იტალიას გადამწყვეტი მატჩი 9 მაისს, რომში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები