Thumbnail
  • საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა
  • გიორგი ჩიტაურის შეგირდები მე-5 ადგილისთვის მატჩში ფინეთთან დამარცხდნენ

საქართველოს 17-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე "განვითარების თასი 2020"-ზე გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ტურნირის ბოლო მატჩში ფინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე ვოლფსბურგის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელმა ემანუელ პატუტმა შეაგდო. შესაბამისად, ტურნირზე მე-5 ადგილი ფინელმა 17-წლამდელებმა დაიკავეს.

მანამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირის B ჯგუფში იასპარეზა, სადაც ისრაელთან ფრედ (1:1) ითამაშა, ისლანდიას მოუგო (1:0), ხოლო ტაჯიკეთთან დამარცხდა (1:2).

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ბელარუსისა და ტაჯიკეთის 17-წლამდელები მოგვიანებით დაუპირისპირდებიან.

U17. ფინეთი 1:0 საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები