Thumbnail
  • ინგლისურ გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს
  • ლემარი ატლეტიკოში შედეგიანობით არ გამოირჩევა

ლონდონის არსენალი მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელით ინტერესდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, "მეთოფეებს" თომა ლემარის დამატება სურთ.

ინგლისურ კლუბს 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ ფრანგთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში წარმატებით დაასრულებენ და ტრანსფერს გააოფიციალურებენ.

ლემარი ატლეტიკოს 2018 წლის ზაფხულში მონაკოდან შეუერთდა. ნახევარმცველი ესპანურ კლუბში კონტრაქტის მიხედვით 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

არსენალს შუა ხაზში პრობლემები აქვს და ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ლემარის დამატებით ეს რგოლი გაძლიერდება.

ფრანგმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ვერც გოლის გატანა მოახერხა და ვერც თანაგუნდელს გაატანინა. ლემარმა 6 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც თავი ასევე ვერაფრით გამოიჩინა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები