Thumbnail
  • შარლოტ ჰორნეტსი 103:116 მილუოკი ბაქსი
  • NBA-ს პარიზულ შეხვედრას პსჟ-ის ვარსკვლავებიც დაესწრნენ
  • იანის ანტეტოკუნმპოს დუბლი მბაპემ და ნეიმარმა მიულოცეს

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა მილუოკი ბაქსმა შარლოტ ჰორნეტსი დაამარცხა და მოგებათა სერია რვამდე გაზარდა. შეხვედრას, რომელიც გასვლითი ტურნეს ფარგლებში, პარიზში გაიმართა, საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავებიც დაესწრნენ.
 
"აკორჰოტელს არენაზე" შედეგიანობით შარლოტის მცველი მალიკ მონკი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი მიითვალა. მილუოკის გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი ბერძენმა ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ შეიტანა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი.

📺 იანისის მომენტები შარლოტთან

NBA-ს პარიზულ მატჩს პსჟ-ის ფეხბურთელები: კილიან მბაპე, ტიაგო სილვა, მარკო ვერატი და ნეიმარი დაესწრნენ. ამ თამაშამდე კი შარლოტისა და მილუოკის კალათბურთელები, პარიზელ ფეხბურთელებთან ერთად, პსჟ-ის საშინაო არენა "პარკ დე პრენსს" სტუმრობდნენ.

📺 პსჟ-ის ფეხბურთელები NBA-ს მატჩზე

 შარლოტი-მილუოკის თამაშის დასრულების შემდეგ, ნეიმარი და მბაპე არენის გასახდელში ჩავიდნენ, სადაც ბაქსის ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოსა და მის ძმას, ტანასისს შეხვდნენ. სპორტსმენებმა ერთმანეთს ეკიპირება ავტოგრაფებით უსახსოვრეს და ფოტოები გადაიღეს.

📺 სტუმრად გასახდელში

შარლოტ ჰორნეტსმა (15-31) ზედიზედ მერვე თამაში დათმო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მილუოკი ბაქსი (40-6) კი კონფერენიას ერთპიროვნულად ლიდერობს.

პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 49 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს პარიზული გუნდი ჩემპიონატში 26 იანვარს, სტუმრად ლილთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები