Thumbnail

4-მატჩიანი წაუგებელი სერია - მილანს ისევ რებიჩმა მოაგებინა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრეშა 0:1 მილანი
  • ანტე რებიჩს 2 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა

მილანი იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ბრეშას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში მოახერხა მატჩის მოგება. ''როსონერიმ'' მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

სტეფანო პიოლის გუნდი 2020 წელს დაუმარცხებელია - მილანმა 4-დან 3 მატჩი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. მილანმა ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილამდე აღზევდა. ბრეშა კი 15 ქულით მე-19 ადგილზეა.

მილანის მეტოქე მომდევნო ტურში ვერონა იქნება. მანამდე სტეფანო პიოლის გუნდს სათასო მატჩი ელის, სადაც ''როსონერის'' მეტოქე ტორინოა. გუნდები ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

📺 ბრეშა 0:1 მილანი

კომენტარები

ბოლო ამბები