Thumbnail
  • ხაგუარესი 66:7 საქართველო XV
  • არგენტინელებმა 2 მატჩის ჯამში დიდი 10-ის ნაკრებს 20 ლელო დაუდეს

საქართველო XV-მა (დიდი 10-ის ნაკრები, 29 კაცში მხოლოდ ერთი ლეგიონერია) არგენტინაში სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის მეორე თამაში გამართა და ისევ დიდი ანგარიშით, 7:66-დამარცხდა.

არგენტინელებმა პირველი მატჩი მარ-დე-პლატაში ჩაატარეს და 66:3 მოიგეს, ხოლო მეორე შეხვედრა ბუენოს აირესში გაიმართა და მასპინძლებმა პირველი მატჩის მსგავსად, 10 ლელოს გატანა შეძლეს.

ხაგუარესმა პირველი ნახევარი 26:0 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ 40 ქულის გატანა მოახერხა და მორიგი იოლი გამარჯვება იზეიმა. საქართველო XV-მა შეხვედრის 61-ე წუთზე, ორმატჩიანი სერიაში პირველი ლელო დადო. არგენტინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი აკადემიის მორაგბემ, ბექა გვარამიამ დაამიწა, ხოლო გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა.

ბექა გვარამიას ლელო სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან

ბექა გვარამიას ლელო სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

ხაგუარესმა ორ შეხვედრაში ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილ ნაკრებს 132 ქულა გაუტანა და მხოლოდ 10 ქულა გაუშვა. სუპერ რაგბის ახალი სეზონი 31 იანვარს დაიწყება და ხაგუარესი პირველ მატჩს ლაიონსთან გამართავს.

მატჩის სრული მიმოხილვა 📺

ხაგუარესი 66:7 საქართველო XV

ხაგუარესი 66:7 საქართველო XV - არგენტინელების 10 ლელო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები