Thumbnail
  • ლაციო 0:0 მილანი.
  • მილანმა ლაციო თერთმეტმეტრიანებში, 5:4 დაამარცხა.
  • გატუზოს წაუგებელი სერია გრძელდება.

სტადიო ოლიმპიკოზე კოპა იტალიას ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. ლაციომ მილანს უმასპინძლა - პირველი შეხვედრა სან სიროზე 0:0 დასრულდა. მილანმა 3-დღის წინ ოლიმპიკოზე რომას 2:0 მოუგო. ლაციომ სერია A-ში სასუოლოს 3:0 სძლია.

ჯენარო გატუზომ გუნდის ლიდერები არ დაასვენა. რინოს მიზანი ფინალში გასვლა იყო. გატუზომ ეს მოახერხა მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც 120-წუთს გაგრძელდა.

რაც შეეხება მატჩს, მე-6 წუთზე იმობილე თავით ურტყამდა - დონარუმამ ბრწყინვალე ნახტომში მოახერხა ბურთის აღება. ჯიჯიომ ზუსტად ერთ წუთში მილინკოვიჩ-სავიჩს აუღო. პატრიკ კუტრონეს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ძირითად დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

დამატებითი დროის 117-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა შვიდი მეტრიდან ვერ გაიტანა და ბურთი ოლიმპიკოს ტრიბუნებზე გაუშვა. შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, მილანმა 5:4 იმარჯვა და თასის ფინალში გავიდა, სადაც ტურინის იუვენტუსს შეხვდება.

თერთმეტმეტრიანების სერია : 1:0 იმობილე, 1:0 როდრიგესი, 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი, 1:0 მონტოლივო, 1:0 ლეივა, 1:1 ბონავენტურა, 2:1 პაროლო, 2:2 ბორინი, 3:2 ანდერსონი, 3:3 ბონუჩი, 4:3 ლულიჩი, 4:4 ჩალჰანოღლუ, 4:4 რამოსი, 4:5 რომანიოლი.

რომანიოლი : მასთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვართ
გატუზოს ფაქტორი

ფაქტები

მილანს, ყველა ტურნირის მასშტაბით, 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. კლუბმა ასეთი შედეგი, 2009 წლის შემდეგ, პირველად დააფიქსირა.

მილანი თასის ფინალში ისე გავიდა, რომ კლუბს გოლი არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები