Thumbnail

ახალი კონტრაქტი კაჭარავას - ნიკა ანორთოსისში კიდევ 2 წლით რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკა კაჭარავას ანორთოსისმა კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა
  • ქართველი ფეხბურთელი კვიპროსულ გუნდში 2022 წლამდე ითამაშებს

ფამაგუსტას ანორთოსისის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ნიკა კაჭარავას გუნდმა კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივა, რის შედეგადაც ფეხბურთელი კვიპროსში 2022 წლამდე დარჩება.

კაჭარავამ ანორთოსისი მაისური 39-ჯერ მოირგო (35 მატჩი ჩემპიონატში, 3 მატჩი თასზე და ერთიც ევროპალიგაზე) და 9 გოლი გაიტანა. კაჭარავას გარდა, ანორთოსისში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ლუკა მიქაია.

"აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში კიდევ 2 წელი ვითამაშებ. ვეცდები, კლუბისთვის მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო. მინდა, რომ გუნდს მატჩების მოგებაში დავეხმარო. ჩემპიონობის გარდა სხვა მიზანი არ გვაქვს," - განაცხადა კაჭარავამ კლუბის ვებგვერდთან.

ანორთოსისი ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ომონიას 4 ქულით უსწრებს - ქეცბაიას გუნდს კვიპროსის ჩემპიონატში ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ნიკა კაჭარავას მეორე გოლი პარალიმნის კარში

ნიკა კაჭარავას მეორე გოლი პარალიმნის კარში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები