Thumbnail

ახალი კონტრაქტი კაჭარავას - ნიკა ანორთოსისში კიდევ 2 წლით რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკა კაჭარავას ანორთოსისმა კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა
  • ქართველი ფეხბურთელი კვიპროსულ გუნდში 2022 წლამდე ითამაშებს

ფამაგუსტას ანორთოსისის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ნიკა კაჭარავას გუნდმა კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივა, რის შედეგადაც ფეხბურთელი კვიპროსში 2022 წლამდე დარჩება.

კაჭარავამ ანორთოსისი მაისური 39-ჯერ მოირგო (35 მატჩი ჩემპიონატში, 3 მატჩი თასზე და ერთიც ევროპალიგაზე) და 9 გოლი გაიტანა. კაჭარავას გარდა, ანორთოსისში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ლუკა მიქაია.

"აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში კიდევ 2 წელი ვითამაშებ. ვეცდები, კლუბისთვის მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო. მინდა, რომ გუნდს მატჩების მოგებაში დავეხმარო. ჩემპიონობის გარდა სხვა მიზანი არ გვაქვს," - განაცხადა კაჭარავამ კლუბის ვებგვერდთან.

ანორთოსისი ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ომონიას 4 ქულით უსწრებს - ქეცბაიას გუნდს კვიპროსის ჩემპიონატში ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები