Thumbnail
  • როჯერ ფედერერი 4:6, 7:6 (7:2), 6:4, 4:6, 7:6 (10:8) ჯონ მილმანი
  • შვეიცარიელის მეტოქე 1/8-ფინალში მარტონ ფუჩოვიჩი (უნგრეთი) იქნება

როჯერ ფედერერმა (3) მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. შვეიცარიელის მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი (47) იყო.

ხუთსეტიან თრილერში, რომელიც 4 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, ფედერერს უპირატესობის დამტკიცება ძალიან გაუჭირდა. როჯერმა პირველი სეტი 4:6 დათმო, რის შემდეგაც ზედიზედ 2 სეტში გაიმარჯვა (7:6, 6:4) და დაწინაურდა. პირველი სეტის მსგავსად, მილმანმა მეოთხე სეტიც 6:4 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

მესამე და გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მილმანი 8:4-ს იგებდა, თუმცა როჯერმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა - მეტოქეს ზედიზედ 6 გათამაშება მოუგო და ტაი-ბრეიკზე 10:8 გაიმარჯვა.

''იდეალური მატჩი შედგა, რაშიც დიდი წვლილი ჯონს მიუძღვის. მასთან თამაში ძალიან გამიჭირდა. მან თავის გუნდთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა. ის ყველასგან მხარდაჭერას იმსახურებს - მან ამ მატჩით ისტორია დაწერა. ის ნამდვილი მებრძოლია',' - განაცხადა ფედერერმა მატჩის დასრულების შემდეგ.

როჯერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში მე-100 გამარჯვება იზეიმა. ფედერერს მერვედფინალში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩთან დაპირისპირება ელის.

მატჩის საუკეთესო მომენტები 📺

კომენტარები

ბოლო ამბები