Thumbnail

პირველი მედლის შანსი ისრაელში - მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მაისურაძეს თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს
  • ქართველმა ძიუდოისტმა 1/4-ფინალში მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში რუსს მოუგო

თელ-ავივის გრან პრიზე პირველი წარუმატებელი დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი მედლის მოგების შანსი აქვს. მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე ლუკა მაისურაძე (-81კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ) გავიდნენ.

სამწუხაროდ, ჭანტურია პირველსავე ბრძოლაში დამარცხდა. მაისურაძემ კი მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მას ალექსიოს ნტანაციდისმა აჯობა. ლუკამ რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ რუს ტურპალ ტეპკაევს შიდოებით სძლია.

ლუკას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზაშვილი, იგივე ვედათ ალბაიარაქი იქნება. 

ლუკა მაისურაძის იპონი რუსლან მუსაევთან 📺

ლუკა მაისურაძის იპონი რუსლან მუსაევთან

ლუკა მაისურაძის იპონი რუსლან მუსაევთან 🔥🥋

Posted by We Love Judo on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

ლუკა მაისურაძე V მუჰამედ კოჩი 📺

ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალშია

სამი შიდო თურქ მუჰამედ კოჩს და ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალშია 🇬🇪🥋

Posted by We Love Judo on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები