Thumbnail
  • ნაომი ოსაკა 3:6, 4:6 კორი გაუფი
  • ჩოგბურთის ვუნდერკინდმა დიდი სენსაცია მოახდინა

კორი ‘კოკო’ გაუფის წარმატებები აღარავის უკვირს, მაგრამ მაინც არავინ ელოდა, რომ ქალთა ჩოგბურთის 15 წლის ვუნდერკინდი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულსა და მსოფლიოს მე-4 ჩოგანს დაამარცხებდა.

ამერიკელმა თინეიჯერმა 22 წლის იაპონელს საკმაოდ ადვილად, ორ სეტში მოუგო - 6:3, 6:4!

‘როდ ლეივერ არენაზე’ გამართულ მატჩში WTA რეიტინგში 67-ე ადგილზე მყოფი გაუფი თითქმის მთელი შეხვედროს განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მსოფლიოს მე-4 ჩოგნის დასამარცხებლად საათი და 8 წუთი იკმარა. კოკომ პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

“ორი წლის წინ აქ იუნიორებში პირველივე წრეში დავმარცხდი, ახლა კი აქ ვარ და 1/8 ფინალში ვითამაშებ. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ! იქნებ, როდ ლეივერსაც შევხვდე. ძალიან მინდა, რომ ჩემი ინსტაგრამისთვის მასთან სელფი გადავიღო,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კორი გაუფმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები