Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგა სილკზე ბრუნდება

  • მაყურებელი იხილავს ტურის ცენტრალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს
  • ასევე, ყველა მატჩის მიმოხილვას სატელევიზიო გადაცემის ფორმატში

საქართველოს ფუტსალის ლიგა ტელეკომპანია სილკზე ბრუნდება. სპორტული სააგენტო SBM-სთან პარტნიორობის ფარგლებში, 7 თებერვლიდან, მაყურებელი იხილავს ტურის ცენტრალური შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს და ყველა მატჩის მიმოხილვას სატელევიზიო გადაცემის ფორმატში.

გარდა ტურის ცენტრალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციისა, მაყურებელი ყოველ ოთხშაბათს, 18:30 საათზე, სილკ უნივერსალის ეთერში, ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ის ყველა მატჩის მიმოხილვას იხილავს. 

ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდ sbm.ge-ზე, ლიგის Facebook და Youtube არხზებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები